დონალდ ტრამპი - არ არის შეთქმულება, არ არის მართლმსაჯულების ხელის შეშლა, თამაში დამთავრებულია
დონალდ ტრამპი - არ არის შეთქმულება, არ არის მართლმსაჯულების ხელის შეშლა, თამაში დამთავრებულია

თამაში დამთავრებულია, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ანგარიშს.

„არ არის შეთქმულება, არ არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. მოძულეებისთვის და რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისთვის თამაში დამთავრებულია“, – წერია დონალდ ტრამპის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ „სამეფო კარის თამაშების“ სტილის სურათზე.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ გამოძიებამ დონალდ ტრამპისა და მისი საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შეთქმულება ვერ დაადგინა.