აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი რობერტ მიულერის ანგარიშს 18 აპრილს გამოაქვეყნებს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი რობერტ მიულერის ანგარიშს 18 აპრილს გამოაქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი რობერტ მიულერის მომზადებულ ანგარიშს 18 აპრილს გამოაქვეყნებს.

სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმე ცოტა ხნის წინ დაასრულა და ანგარიში გენერალურ პროკურორს გადასცა. ამის შემდეგ დოკუმენტს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გაეცნო. ხანგრძლივი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის შტაბს რუსეთთან კავშირები არ ჰქონია.