„სიენენმა“ აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს უჩივლა
„სიენენმა“ აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს უჩივლა

ტელეკომპანია „სიენენმა“ აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს უჩივლა. როგორც ტელეარხის მესვეურები ამბობენ, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ კანონი დაარღვია, როდესაც „სიენენის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიების მასალები არ გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია „სიენენის“ განცხადებაში.

სარჩელი ტელეკომპანიამ კოლუმბიის ოლქის სასამართლოში შეიტანა. ტელეარხის იურისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მარტში მოითხოვეს მიულერის გამოძიების მასალების მიწოდება, თუმცა ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მათი მოთხოვნა არც კი, განიხილა. ეს კი იურისტების თქმით, არის კანონის დარღვევა.

კერძოდ, „სიენენი“ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილის, რიკ გეიტსის, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, მაიკ კოენის და ყოფილი კონსულტანტის, დონალდ მაკგანის ჩვენებების გასაჯაროებას ითხოვდა.

რობერტ მიულერი 2016 წელის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებდა. საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ რუსეთი პროცესში ჩარევას ცდილობდა, თუმცა ამავე დროს რუსეთისა და ტრამპის ფარული გარიგება არ გამოვლინდა.