აშშ-ის ფლორიდის შტატში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 15 300 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი
აშშ-ში, ფლორიდის შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 300 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „სიენენის“ ინფორმაციით, შტატისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია.
ფლორიდაში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა. განახლებული მონაცემებით, შტატში კორონავირუსული ინფექციით 4 346 პაციენტია დაღუპული.
ფლორიდაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 269 811 შემთხვევაა გამოვლენილი.