აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა გრიგოლ ვაშაძემ დღესაც უკომენტაროდ დატოვა
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც, თუმცა, პირველი შეხვედრის მსგავსად, მედიასთან კომენტარი არც ამჯერად გაუკეთებია.
პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებით, მოლაპარაკებები არ დასრულებულა და იგეგმება მესამე შეხვედრა.
12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიების ლიდერების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ ასევე უკომენტაროდ დატოვა.