აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გრიგოლ ვაშაძემ უკომენტაროდ დატოვა

19:26, 12.11.2020

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ბოლომდე ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც, რასაც შეხვედრის მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. თუმცა, გრიგოლ ვაშაძეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება.

მსგავსი