აშშ-ის დაზვერვა - ჩინეთი რუსეთს აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად
ჩინეთი რუსეთს აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, – „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI) ანგარიშში, რომელიც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გამოაქვეყნა.
„საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კომპანიები სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავდაცვის კომპანიებს უგზავნიან სანავიგაციო აღჭურვილობას, სარადარო ტექნოლოგიებს, ჩამხშობ მოწყობილობებს და გამანადგურებლების რეაქტიულ ნაწილებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
აშშ-ის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ ჩინეთი გახდა რუსეთისთვის „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი“ გასულ წელს უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„ვაჭრობა რეგულირდება ჩინურ იუანში. ჩინეთმა გაზარდა რუსული ენერგიის იმპორტი და ფინანსური ინსტიტუტები ორივე ქვეყანაში“, – აღნიშნავენ აშშ-ის დაზვერვაში.