აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - ატარეთ პირბადე „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის, ერთად თუ არ ვიმოქმედებთ, ათასობით ადამიანი დაიღუპება
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - ატარეთ პირბადე „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის, ერთად თუ არ ვიმოქმედებთ, ათასობით ადამიანი დაიღუპება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ აუცილებლად ატარონ პირბადე. შეასაბამისი განცხადება ცენტრის „ტვიტერის“ გვერდზეც გამოქვეყნდა.

„დაიფარეთ პირი და ცხვირი. ვირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება, თუ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის ერთად არ ვიმოქმედებთ, ათასობით ადამიანი დაიღუპება“, – ნათქვამია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 5 დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, უკვე ხუთი დღეა, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 2 ათასზე მეტია.