აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ცნობით, უკრაინაში რუსების დანაკარგი 15 000 ჯარისკაცს ითვლის
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში რუსების დანაკარგი 15 ათას ჯარისკაცს ითვლის. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.
„შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების უახლესი შეფასებით, დაახლოებით 15 000 დაიღუპა და სამჯერ მეტი დაიჭრა. უკრაინელებმაც განიცადეს დანაკარგები, შესაძლოა, შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც, თქვენ იცით, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგებია“, – განაცხადა ბერნსმა.
ბერნსის განცხადებით, პუტინი დარწმუნებულია წარმატებაში, რომ გაანადგურებს უკრაინის თავდაცვას და ეკონომიკას და შეარყევს ევროპის და აშშ-ის მდგრადობას, მაგრამ ის ცდება.
„ჩემი შეფასებით პუტინი შეცდა მის გათვლებში, როდესაც ომი დაიწყო და ვფიქრობ, ახლაც ცდება. ის ამტკიცებს, რომ უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა. რეალური ქვეყნები იბრძვიან და სწორედ ეს გააკეთეს უკრაინელებმა”, – განაცხადა ბერნსმა.