აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემამ კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები გაანადგურა
აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემამ კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები გაანადგურა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში გააკეთეს.
პენტაგონის ცნობით, ანტისარაკეტო ფარის გამოცდა წყნარი ოკეანის თავზე ჩაატარეს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ბალისტიკური რაკეტები მარშალის კუნძულიდან გაუშვეს, მათი განადგურება კი, კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან გაშვებული რაკეტებით მოხერხდა.
ამერიკული სააგენტოების ცნობით, ასეთი ტიპის გამოცდა პირველად ჩატარდა და ის წარმატებული გამოდგა. მათივე განცხადებით, ანტისარაკეტო სისტემამ უნაკლოდ იმუშავა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ტესტის მიზანი იმ საფრთხეებზე სათანადო პასუხია, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან მოდის.