აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვერმონტის შტატში ადგილობრივი დროით 05:00 საათზე პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვერმონტის შტატში ადგილობრივი დროით 05:00 საათზე პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა, რაც ნიშნავს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. მომდევნო საათებში საარჩევნო უბნები სხვა შტატებშიც გაიხსნება.
მანამდე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგი ნიუ ჰემპშირის შტატში მდებარე დასახლება დიქსვილ ნოჩშიდან გახდა ცნობილი, სადაც ორივე კანდიდატმა თანაბარი ხმა მიიღო.
აშშ-კანადის საზღვართან მდებარე დასახლებაში შუაღამის კენჭისყრის ტრადიცია 1960 წელს დაიწყო. ოთხი წლის წინ მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დასახლების ხუთი ხმა მოიპოვა, რაც დონალდ ტრამპზე მისი გამარჯვების გზაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.