აშშ-ის ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა ივნისში გახდება ცნობილი
აშშ-ის ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა ივნისში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კუშნერის თქმით, სამშვიდობო გეგმის გამოქვეყნება აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების და მუსლიმთათვის წმინდა თვის, რამადანის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.
ჯარედ კუშნერის განცხადებით, კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს, რაც მშვიდობას შესაძლებელს გახდის.
აშშ-ის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმაზე ცოტა რამ არის ცნობილი. ტელეკომპანია „სიენენ“-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ახალი სამშვიდობო გეგმა უკვე გამოყენებული მოდელებისგან მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.