აშშ ჰოდეიდას პორტის გათავისუფლებაში, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებისთვის დახმარებას განიხილავს
საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იემენის ოპერაციაში დახმარება აშშ-ს სთხოვეს.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს უკვე განიხილავს, რაც ამბოხებული შიიტი ჰუსიტებისგან ჰოდეიდას პორტის გათავისუფლებას გულისხმობს.
აბუ-დაბისა და ელ-რიადში ამტკიცებენ, რომ ჰოდეიდას პორტიდან მომარაგებაზეა დამოკიდებული 29 მილიონი იემენელის ბედი. გამოცემა წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი აშშ-ისგან სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს ითხოვენ.
იემენში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ჰუსიტებს შორის საბრძოლო მოქმედებები 2014 წლიდან მიმდინარეობს. სპარსეთის ყურის ქვეყნები ჰუსიტების მხარდაჭერაში ირანს ადანაშაულებენ.