აშშ  ჰოდეიდას პორტის გათავისუფლებაში, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებისთვის დახმარებას განიხილავს
აშშ ჰოდეიდას პორტის გათავისუფლებაში, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებისთვის დახმარებას განიხილავს

საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იემენის ოპერაციაში დახმარება აშშ-ს სთხოვეს.

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს უკვე განიხილავს, რაც ამბოხებული შიიტი ჰუსიტებისგან ჰოდეიდას პორტის გათავისუფლებას გულისხმობს.

აბუ-დაბისა და ელ-რიადში ამტკიცებენ, რომ ჰოდეიდას პორტიდან მომარაგებაზეა დამოკიდებული 29 მილიონი იემენელის ბედი. გამოცემა წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი აშშ-ისგან სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს ითხოვენ.

იემენში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ჰუსიტებს შორის საბრძოლო მოქმედებები 2014 წლიდან მიმდინარეობს. სპარსეთის ყურის ქვეყნები ჰუსიტების მხარდაჭერაში ირანს ადანაშაულებენ.