აშშ-ის გენერალური პროკურორი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში დაკითხეს
აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში სპეციალური პროკურორის გამომძიებლებმა დაკითხეს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სეშნსმა გამომძიებლების შეკითხვებს გასულ კვირას უპასუხა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოძიების ფარგლებში დონალდ ტრამპის კაბინეტის მოქმედი წევრი დაკითხეს.
იანვარში ამერიკული მედია წერდა, რომ არ არის გამორიცხული, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფმა თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკითხოს.