აშშ-ის გენერალური პროკურორი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში დაკითხეს 
აშშ-ის გენერალური პროკურორი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში დაკითხეს 

აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში სპეციალური პროკურორის გამომძიებლებმა დაკითხეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სეშნსმა გამომძიებლების შეკითხვებს გასულ კვირას უპასუხა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოძიების ფარგლებში დონალდ ტრამპის კაბინეტის მოქმედი წევრი დაკითხეს.

იანვარში ამერიკული მედია წერდა, რომ არ არის გამორიცხული, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფმა თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკითხოს.