გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ჰეილიმ განმარტა, რომ ამით აშშ უკან არ იხევს ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულებაზე. მან საბჭო გააკრიტიკა და მას თვალთმაქცური უწოდა.
აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ მედია წინასწარ იტყობინებოდა. მათი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ოფიციალური ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. გაერო-მ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ოჯახების განცალკევება დაგმო.