აშშ ერაყიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს
აშშ ერაყიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაცია აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს, რადგან ერაყში ამერიკელი სამხედროების ყოფნა რეგიონში არსებულ ვითარებას შეესაბამება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრის დროს ერაყიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანისთვის სამზადისის დაწყება სთხოვა. თუმცა, როგორც აშშ-ის დიპლომატიური უწყების პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, აშშ-ის და ერაყის მთავრობებმა ფინანსური, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები უნდა განიხილონ.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას ქვეყნიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დატოვებას დაუჭირა მხარი.