აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო მდივნის სახელით მილოცვა გადასცა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო მდივნის სახელით მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ქვეყნის დასახული მიზნების მისაღწევად.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება.