აშშ და ისრაელი ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
აშშ და ისრაელი ერთობლივ წვრთნებს იწყებენ

აშშ და ისრაელი ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიზნით, ერთობლივ წვრთნებს იწყებენ. მასში მონაწილეობას 4500-მდე სამხედრო მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ავრცელებს.

მათი განმარტებით, წვრთნები, რომელიც 2001 წლიდან რეგულარული ხასიათისაა ისრაელის ტერიტორიაზე ჩატარდება. სწავლებაში ჩართული იქნება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

წვრთნების ძირითადი ნაწილი 4-15 მარტის პერიოდში განხორციელდება, თუმცა სწავლება არმიის განცხადებით, თვის ბოლომდე გაგრძელდება.