აშშ და იორდანია თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ისა და იორდანიის დიპლომატიურმა უწყებებმა თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. ამის მიზეზი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის საფრთხეა. შესაბამისი განცხადებები დიპლომატიური უწყებების ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის „არაპროგნოზირებად ხასიათს“ და ამერიკული პასპორტების მფლობელებს მოუწოდა, „დატოვონ ლიბანი, ვიდრე ჯერ კიდევ არის კომერციული რეისებით სარგებლობის შესაძლებლობა“.
თავის მხრივ, იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად ურჩია თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბანში ჩასვლისგან, ხოლო იქ მცხოვრებ ან მყოფ პირებს მოუწოდა, „რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ლიბანის ტერიტორია“.