აშშ და ევროპის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისა და ლიბანში გამგზავრებაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებენ
აშშ და ევროპის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისა და ლიბანში გამგზავრებაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

მედიის ინფორმაციით, აშშ და ევროპის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისა და ლიბანში გამგზავრებაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

საფრანგეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ გაემგზავრონ ლიბანში, განსაკუთრებით კი, მის სამხრეთ ნაწილში. ცოტა ხნის წინ, აშშ-მა ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა, ვიდრე სამოქალაქო ავიარეისები ხორციელდება.

ლიბანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოც.

„ლიბანში მყოფმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა უნდა გადახედონ ლიბანში დარჩენის საჭიროებას და დატოვონ კომერციული საშუალებებით, ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფრთხილება გამოსცეს კანადის, ესპანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც.

შეგახსენებთ, ლიბანის სამხრეთით მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ რისხვის დღე დააანონსა, მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს ღაზის საავადმყოფოზე დაცემულმა რაკეტამ 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.