უხვი ნალექის გამო, ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში წყალდიდობაა. ვირჯინიაში, დელავერში, პენსილვანიაში, მერილენდსა და ნიუ ჯერსიში ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ზემოთ ხსენებულ შტატებში 4 ათასამდე ფრენა გადაიდო, 1 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა.
NBC-ის ინფორმაციით, 30 მილიონი ადამიანით დასახლებულ რეგიონებში წყალდიდობა ინფრასტრუქტურა საფრთხეს უქმნის. ფილადელფიაში მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო ბრიგადები ხუთივე შტატში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.