აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს
13:38, 05.07.2018
აშშ-ის 242-ე დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს.
ვაშინგტონის ცა 4 ივლისის ღამეს ტრადიციულად, სხვადასხვა ფერებში განათდა.
ფოიერვერკს თეთრი სახლის აივნიდან ადევნებდნენ თვალს აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი.
მანამდე პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში ამერიკელ სამხედროებს უმასპინძლა.
ვაშინგტონის გარდა ფოიერვერკები გაუშვეს ნიუ იორკში. ფერად შოუს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ფოიერვერკების ნახვა მანჰეტენიდან, ბრუკლინიდან და ქუინსიდანაც შეიძლებოდა.
აშშ დამოუკიდებელობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავს, სწორედ ამ დღეს, 1776 წელს აშშ-მა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.