აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს
აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს

აშშ-ის 242-ე დამოუკიდებლობის დღე გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს.

ვაშინგტონის ცა 4 ივლისის ღამეს  ტრადიციულად, სხვადასხვა ფერებში განათდა.

ფოიერვერკს თეთრი სახლის აივნიდან ადევნებდნენ თვალს აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი.

მანამდე პრეზიდენტმა თავის რეზიდენციაში ამერიკელ სამხედროებს უმასპინძლა.

ვაშინგტონის გარდა ფოიერვერკები გაუშვეს ნიუ იორკში. ფერად შოუს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ფოიერვერკების ნახვა მანჰეტენიდან, ბრუკლინიდან და ქუინსიდანაც შეიძლებოდა.​

აშშ დამოუკიდებელობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავს, სწორედ ამ დღეს, 1776 წელს აშშ-მა დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.