ართვინის პროვინციაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
თურქეთის პროვინცია ართვინში, ქალაქ იუსუფელიში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. მეწყერი ართვინი-ერზრუმის საავტომობილო გზაზე ჩამოწვა.
გარდაცვლილთა შორის ერთი მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებული პირი, სამი კი, ერთი ოჯახის წევრია. ოჯახის წევრები საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.