„არტეფაქტები“ - რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სცენა „თაკარაზე“ სუხიშვილების კონცერტი გაიმართება [ფოტო]
13:35, 23.07.2020
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები სცენაზე ბრუნდება. „არტეფაქტები“ – ასეთი სახელწოდება აქვს ახალ პროექტს, რომელსაც სუხიშვილები 27 ივლისს ნაფეტვრების გზაზე მდებარე სცენა „თაკარაზე“ წარმოადგენენ.
პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგება – „არტეფაქტები“, რომელიც სპეციალურად სცენა „თაკარასთვის“ დაიდგა; მეორე ნაწილი კი, პროექტ „ცეკვა ქართულისგან“ შედგება, რომელიც ანსამბლის მთავარმა ქორეოგრაფმა ილიკო სუხიშვილმა გასულ წელს დადგა.
აღსანიშნავია, რომ ცეკვები ერთმანეთს დრამატურგიულად უკავშირდება და მთლიანობაში ერთაქტიანბალეტად შეიკვრება.