ილიკო სუხიშვილი - ყოველ წელს ტრადიციად თუ ვაქცევთ და ქვეყანას კონცერტს მივუძღვნით, კარგი იქნება
ილიკო სუხიშვილი - ყოველ წელს ტრადიციად თუ ვაქცევთ და ქვეყანას კონცერტს მივუძღვნით, კარგი იქნება

სამების ტაძრის ეზოში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართება. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები იქნება წარმოდგენილი. ასევე, „სუხიშვილები“ ექვს საცეკვაო ნომერს შეასრულებენ, მათ შორის ერთი სრულიად ახალი იქნება.

როგორც ილიკო სუხიშვილმა განაცხადა, კარგი ინება, თუკი მსგავსი ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს.

„30-წუთიანი ბლოკი შევარჩიეთ დღევანდელი დღისთვის, ახალი კომპოზიცია გამოგვაქვს – „ფერხული“ და ძალიან გვაინტერესებს ხალხის რეაქცია. მიგვაჩნია, რომ ყოველ წელს თუ დავგეგმავთ და ტრადიციულად ამ დღეს ჩავატარებთ კონცერტს, ყოველ წელს მივუძღვნით ქვეყანას, ვაჩუქებთ ხალხს ახალ კომპოზიციას, კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.

კონცერტს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაესწრება.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ადამიანები სამების ტაძრამდე მსვლელობით მივიდნენ.