ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში, “არსენალმა” და “ლივერპულმა” ჯამში ექვსი ბურთი გაიტანეს და ერთმანეთს დაუზავდნენ – 3:3.
“ლივერპულმა” პირველი ტაიმი ფილიპე კოუტინიოს გოლით 1:0 მოიგო, 52-ე წუთზე კი მოჰამედ სალაჰმა ორამდე გაზარდა მერსისადელთა უპირატესობა. ამის შემდეგ, “არსენალმა” სასწაული ჩაიდინა – 53-დან 58-ე წუთამდე ალექსის სანჩესმა, გრანიტ ჯაკამ და მესუთ იოზილმა ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს და მასპინძლები თავად გავიდნენ წინ – 3:2. “ლივერპულს” დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა გონს მოსასვლელად, რის შემდეგაც, რობერტო ფირმინომ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
გუნდები გათამაშების ცხრილში საკუთარ პოზიციებზე დარჩნენ – “ლივერპული” მეოთხე ადგილზეა, “არსენალი” ერთქულიანი ჩამორჩენით – მეხუთეზე.
“არსენალი” უკვე ზედიზედ ექვსი მატჩია, “ლივერპულს” პრემიერლიგაში ვერ უგებს.