„ნიუკასლი“ ახალ მწვრთნელს ეძებს - რუნი შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს #1TVSPORT
„ნიუკასლი“ ახალ მწვრთნელს ეძებს - რუნი შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს #1TVSPORT

არაერთი სპორტული მედიისა და ჟურნალისტის აზრით, „ნიუკასლი“ უახლოეს მომავალში არამარტო ინგლისის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან გუნდად ჩამოყალიბდება, რადგან ამისთვის კლუბს ყველანაირი წინაპირობა გააჩნია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსური – შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბი ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა შეიძინა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ნიუკასლს“ დიდი მიზნები აქვს და უკვე ზამთრიდან ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების აყვანას აპირებს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპზე ბევრი კანდიდატურა განიხილება – როგორც სხვადასხვა გამოცემებში იწერება, კანდიდატები არიან – ანტონიო კონტე, რობერტო მარტინესი, უნაი ემერი, სტივენ ჯერარდი, ფრენკი ლამპარდი და ა.შ.

ამ სიას ცოტა ხნის წინ, ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი უეინ რუნიც შეუერთდა. „დერბის“ მთავარი მწვრთნელი მზადაა „ნიუკასლს“ გრძელვადიან პერიოდში უხელმძღვანელოს, იმ შემთხვევაში თუ გუნდი სტივ ბრიუსს გაათავისუფლებს, – ამის შესახებ Chronicle Live წერს.

წყაროს ცნობით, უენ რუნი „კაჭკაჭების“ მიმართ დადებითადაა განწყობილი და 2004 წელს ამ გუნდში გადასვლასთანაც ახლოს იყო.

დატოვე კომენტარი