არსებული ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო
„თიბისი ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირი ფულს ითხოვდა, თუმცა მისი წაღება ვერ მოახერხა, – ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს.
მათივე ცნობით, ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრო.
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი საღამოს საათებში შეიჭრა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.