არსებული ინფორმაციით, თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც ერთი გასროლაც მოჰყვა
თვითმხილველის ინფორმაციით, თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რასაც შემდეგ ერთი გასროლა მოჰყვა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს ადგილზე განუცხადეს, კონფლიქტში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა, რომლებიც პატრულის მისვლამდე გაიქცნენ.
ადგილზე ათამდე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. წყალტუბოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შსს-ში ინფორმაციას არკვევენ.