არსებული ინფორმაციით, მუხრანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს
არსებული ინფორმაციით, მუხრანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს.
28 წლის გიორგი ოკინაშვილი სამართალდამცველებმა ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დააკავეს. შსს-ში დაკავებას ჯერჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას.
არსებული ინფორმაციით, სოფელ მუხრანში მამა და ბაბუა სწორედ ამ პირმა მოკლა. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
დაკავებული წარსულში სამჯერ არის ნასამართლევი. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება 29 ივნისს, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ დატოვა.