მცხეთაში მკვლელობა მოხდა
მცხეთაში მკვლელობა მოხდა

მცხეთაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი პირი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის არავინ დაუკავებიათ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დატოვე კომენტარი