არსებული ინფორმაციით, ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავეს
არსებული ინფორმაციით, ცხრა წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შსს-ში დაკავების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
გავრცელებული ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში, ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.