არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი - როგორც სამების ტაძრის კეთილმოწესე, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიის, მორწმუნე საზოგადოების წინაშე, ხატის დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი - როგორც სამების ტაძრის კეთილმოწესე, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიის, მორწმუნე საზოგადოების წინაშე, ხატის დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის

შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის, – ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

არქიმანდრიტს გაზიარებული აქვს საპატრიარქოს 11 იანვარს გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, წმინდა მატრონას ხატში ცვლილებების შეტანას ეხება.

„მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის“, –  წერს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.