არმენ სარქსიანმა სალომე ზურაბიშვილს დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქსიანმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
სარქსიანმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს, ხოლო ყველა დაზარალებულს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.