სომხეთის პრეზიდენტი ნატო-ს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა მოახდინოს
სომხეთის პრეზიდენტი ნატო-ს მოუწოდებს, თურქეთზე ზეწოლა მოახდინოს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მოუწოდებს ნატო-ს, თურქეთზე ზეწოლა მოახდინოს.

„ბლუმბერგთან“ ინტერვიუში არმენ სარგსიანმა მოუწოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უკეთ შეისწავლოს თურქეთის როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

„მე ნატო-ს ვთხოვე დეტალურად შეესწავლა ეს საკითხი. ახლა შექმნილია ვითარება, როდესაც ნატო-ს წევრი თურქეთი მონაწილეობს ან მის ჩათრევას ცდილობენ მესამე ძალების კონფლიქტში, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. კითხვა ისმის, აუნთეს თუ არა მწვანე შუქი თურქეთს ნატო-ში. პასუხი თუ დადებითია, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, თუ არა, მაშინ იმედი გვაქვს, ჩვენი კოლეგები ნატო-ში განაცხადებენ თავისი პოზიციის შესახებ და ზეწოლას მოახდენენ თურქეთზე, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ კონფლიქტში“, – აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.