მედიის ცნობით, არგენტინისა და ისრაელის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ღაზაში მყოფ მძევლებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
მედიის ცნობით, არგენტინისა და ისრაელის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ღაზაში მყოფ მძევლებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი იერუსალიმში ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს შეხვდა.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ღაზის სექტორში მყოფ მძევლებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მილეის თქმით, მან არგენტინის კონგრესის ქვედა პალატას გაუგზავნა კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს მძევლების გათავისუფლებას.

თავის მხრივ, ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ ძალისხმევას, რათა მძევლები სახლში რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ.

„ახლა ღაზაში 136 მძევალია. ჩვენ ვლოცულობთ და დაუღალავად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ ისინი სახლში. ეს საკითხი ვეღარ მოიცდის“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

ხავიერ მილეი მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.