არგენტინის პრეზიდენტმა 45 მილიონი ადამიანის სახლში დარჩენის განკარგულება გასცა
არგენტინის პრეზიდენტმა 45 მილიონი ადამიანის სახლში დარჩენის განკარგულება გასცა

არგენტინის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის განკარგულებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 45 მილიონი ადამიანი საკუთარ სახლებში, კარანტინში იმყოფება.

„სიენენის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლებას მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და ექიმთან ვიზიტის გამო მისცემენ.

ქუჩებში პოლიცია პატრულირებს.

ალბერტო ფერნანდესის თქმით, საგანგებო ზომები ძალაში თვის ბოლომდე იქნება.

არგენტინაში „კოვიდ -19“-ის 128 შემთხვევა დაფიქსირდა.