არგენტინის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა, სადაც გაიმეორა პირობა არგენტინის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ
არგენტინის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა, სადაც გაიმეორა პირობა არგენტინის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ისრაელში ჩავიდა, სადაც გაიმეორა, რომ არგენტინის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს.

არგენტინის პრეზიდენტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ბენ გურიონის აეროპორტში შეხვდა და მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის.

„თქვენ ხართ ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც ერთგულია ჭეშმარიტებისადმი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ისრაელში ჩამოსვლა, რათა მხარი დაგვიჭიროთ სამართლიან ბრძოლაში, „ჰამასისგან“ ებრაელი ხალხის დაცვაში“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მილეი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ამის შემდეგ მილეი გეგმავს ვიზიტს იტალიასა და ვატიკანში, სადაც ის შეხვდება რომის პაპს, ფრანცისკესა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის.