არგენტინაში საყოველთაო გაფიცვის გამო 590-ზე მეტი რეისი გადაიდო
არგენტინაში საყოველთაო გაფიცვის გამო 590-ზე მეტი რეისი გადაიდო

არგენტინაში საყოველთაო გაფიცვის გამო 590-ზე მეტი რეისი გადაიდო. ბუენოს აირესში და სხვა ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. გაფიცვის მონაწილეები ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გაფიცვის გამო 70 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეხო.

24 საათიანი აქციის გამო შეფერხებით მუშაობს არგენტინის დედაქალაქის აეროპორტი და სხვა ავიატერმინალებიც. გაფიცვის ორგანიზატორი არგენტინის უმსხვილესი პროფკავშირია.

გაფიცვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის ექიმები, პედაგოგები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პრეზიდენტ მაურუსიო მაკრის ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.