იტალიაში დღეს საყოველთაო გაფიცვა იმართება
იტალიაში დღეს საყოველთაო გაფიცვა იმართება

იტალიაში საყოველთაო გაფიცვა იმართება. როგორ იტალიური მედია იუწყება, აქციის ფარგლებში ტრანსპორტის გადაადგილებაც შეიზღუდება.

გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულები.

განსაკუთრებული პრობლემები მოსალოდნელია რომსა და მილანში. იტალიის დედაქალაქში გაფიცვის გამო, შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება და შეფერხებით იმუშავებენ კომუნალური სამსახურები.

გაფიცულებს შორის არიან მეტროპოლიტენის, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები.

აქციის გამო უკვე გაუქმდა კომპანია „ალიტალიას“ 240 ავიარეისი.

გაფიცვის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.