არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა
პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.
პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი 30 აგვისტოს დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია.