არჩილ თალაკვაძე - ვუსამძიმრებ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.
ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.