არჩილ თალაკვაძე - ვიხსენებთ აშშ-ზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს და პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც არჩილ თალაკვაძე წერს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია.
„დღეს ვიხსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს და პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს, ასევე, პოლიციელებისა და მეხანძრეების გმირობას. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია“, – წერს თალაკვაძე.