არჩილ თალაკვაძე - ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
არჩილ თალაკვაძე - ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ

ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე უნდა გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან – ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

ექიმის დაპატიმრება, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, არის გაუგონარი ბოროტება. ეს მიუღებელია ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ჩვენი ოსი ძმებისთვისაც – ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.