საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში რჩება საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ამასთან, ამ დრომდე არ არის გადმოცემული ცენტრალური ხელისუფლებისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე. რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ ზურაბ ხუტიაშვილმს, რამაზ ზადიშვილსა და დავით მიშელაშვილს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სასამართლომ ე.წ საზღვრის კვეთისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. გათავისუფლების სანაცვლოდ, დაკავებულების ოჯახებმა უკვე გადაიხადეს 2000 რუსული რუბლი, თუმცა ამ დრომდე მათი გადმოცემა ქართველი სამართალდამცავებისთვის არ მომხდარა.

რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან სამი დღის წინ დააკავეს, ერთი ადგილობრივი კი, გრემისხევიდან აიყვანეს.