არჩილ თალაკვაძე შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული დოკუმენტის რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას უწოდებს
საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება – ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ადამიანის უფლებათა დამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ცხოვრებას ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა დადგენილების პროექტის – „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირება დღეს 82 ხმით მოახდინა.
საქართველოში მცხოვრები შშმ მოქალაქეები საკუთარი უფლებების აღდგენას საერთაშორისო დონეზეც შეძლებენ.