არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ისტორიას ვერავინ შეცვლის და გადაწერს, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ისტორიას ვერავინ შეცვლის და გადაწერს, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით

საქართველოს ისტორიას ვერ შეცვლის და ვერ გადაწერს ვერავინ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი“.

თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვერანაირი განცხადებები რეალობას ვერ შეცვლის და ვერ შეცვლის საქართველოს ისტორიას. ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან მიმართებაში არის პრინციპული – ეს ოკუპაცია არის უკანონო და ერთ დღეს ის აუცილებლად დასრულდება. ამისთვის გვჭირდება ეკონომიკური განვითარება, განათლების სისტემის რეფორმა, უსაფრთხოების განმტკიცება და ჩვენს პარტნიორებთან მტკიცე თანამშრომლობა. ვხედავ, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას აქვს განსხვავებული მოსაზრებები, როგორ უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და როგორ განვითარდეს საქართველო მომავალში, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მათ წარმოდგენებს სრულიად საპირისპირო შედეგები მოჰყვება ხოლმე, როდესაც ისინი ღიად იწყებენ ამ მოქმედებების განხორციელებას“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.